კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შსს: ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის "კეკო", "მაჩიტა", "ბაბუცა" და კიდევ 3 პირი დავაკავეთ

ნახვები: 522 შსს: ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის "კეკო", "მაჩიტა", "ბაბუცა" და კიდევ 3 პირი დავაკავეთ

შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის შიდა ქართლში 6 პირი დააკავეს.

"დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად კეკო), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად მაჩიტა), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად ბაბუცა). ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული გ.ი", - წერს უწყება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთად დასაქმებულ ორ ბრალდებულს შორის მოლაპარაკებების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უწყების განცხადებით, ბრალდებულებმა კონფლიქტის მოგვარება "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგად ბრალდებულებს შორის "ქურდული გარჩევა" მოეწყო.

"პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა