თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კვარაცხელია ფორვარდად თუ ისევ მარცხნივ?! - რა უნდა გამოასწოროს ნაპოლიმ?!

ნახვები: 547 კვარაცხელია ფორვარდად თუ ისევ მარცხნივ?! - რა უნდა გამოასწოროს ნაპოლიმ?!

"ნაპოლის" ოთხეულში მოხვედრა ისევ ძალიან გაურთულდა, 25-ე ტურის მატჩში კი "ჯენოას" "დიეგო მარადონაზე" უმასპინძლებს - შაბათს, 17 თებერვალს, 18:00 საათზე (ჩვენი დროით).

"ვერონასთან" ხვიჩა კვარაცხელიას "ჯადოქრობამ" გუნდს 3 ქულა მოუპოვა, "მილანთან" წაგების შემდეგ კი ტიტულის დაცვის საქმე კვლავ სავალალო მდგომარეობაში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა შინ ნახევარზე ნაკლებ შეხვედრაში გაიმარჯვეს. იმედია, ეს ასპექტი მაინც გამოსწორდება, რამდენიმე დღეში აქ "ბარსელონაც" ეწვევათ...

შაბათის მეტოქეები ერთმანეთს ბოლოს 16 სექტემბერს დაუპირისპირდნენ და უხვგოლიანი ფრე (2:2) ითამაშეს. ალბერტო ჯილარდინოს ბიჭები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, ჯაკომო რასპადორიმა და

 

მატეო პოლიტანომ კი შეხვედრა გადაარჩინეს. გენუელები მანამდე სერია "ბ"-ში იყვნენ და "კვარა" მათ სულ მეორედ დაუპირისპირდება. გუნდებს შორის სხვაობა ახლა 6 ქულაა.

ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან ჯანმრთელად არ დაბრუნებულა და წინა ხაზზე მაინც ჯოვანი სიმეონეს ველით. ნიგერიელს "ნაპოლის" მაისურით 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. დისკვალიფიცირებულ ჟუან ჟესუსს ახლად მომჯობინებული ნათანი შეცვლის. მეკარე ალექს მერეტიც მზადყოფნაშია, მაგრამ პიერლუიჯი გოლინი მაინც სასტარტოში უნდა ვიხილოთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი მარცხნივ პასკუალე მაცოკის ჩაანაცვლებს. საინტერესოა, უკვე 23 წლის კვარაცხელია ისევ მეორე ფორვარდის პოზიციაზე იქნება თუ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდება?!

შეხვედრას 39 წლის ხუან ლუკა საჩი განსჯის. ის ცოტა ხნის წინ "ლაციო" - "ნაპოლის" (0:0) მეოთხე მსაჯი იყო, ისე კი, ქართველი გარემარბის გუნდის მატჩებზე არ ამწესებდნენ.

Sportall.Ge

სხვა ქართველები. საინტერესო იქნება გიორგი კვერნაძის "ფროზინონესა" და დანიელე დე როსის მშვენიერი "რომას" დაპირისპირება (კვირას, 21 საათზე); ესპანეთის "ლა ლიგაში" შაბათის ღამეს (23:59 სთ) გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "სევილიას" უმასპინძლებს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას მოიწადინებს; ინგლისის ჩემპიონშიპში 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი", რომელიც შაბათს (19:00 სთ) აუტსაიდერ "როტერჰემს" ესტუმრება; გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალურ მატჩში ბოლოს კვიპროსის ნაკრებთან გაიტანა და იმედი გვაქვს, ამ სერიას დაასრულებს, მისი "მეცი" კი "მონპელიეს" კვირას (18:00 სთ) ესტუმრება.

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა