კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნავალნის გარდაცვალების გამო გამართული აქციების დროს რუსეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ნახვები: 576 ნავალნის გარდაცვალების გამო გამართული აქციების დროს რუსეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

როგორც „ოვდ-ინფო” იუწყება, სტიქიური აქციები რუსეთის რვა ქალაქში გაიმართა და პოლიციამ მოქალაქეები დააკავა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ტვერში, ტაგანროგში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში.

ცნობისთვის, 16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. გავრცელებული ცნობით, ის ციხეში გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი იყო. ოფიციალურად ეს ცნობა არავის დაუდასტურებია. მომხდარის შემდეგ ნავალნის ადვოკატი დასახლება ხარპში გაემგზავრა, სადაც მდებარეობს კოლონია, რომელშიც ნავალნი იხდიდა სასჯელს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა