კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სოფო ჯაფარიძე - ქალბატონო სალომე, არ უნდა დაგვიმახინჯოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი

ნახვები: 597 სოფო ჯაფარიძე - ქალბატონო სალომე, არ უნდა დაგვიმახინჯოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დღეს რუსთავში დაიწყო.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, გრძელდება გუშინდელი კამპანია და ხალხის წარმოუდგენელი აქტიურობაა.

„ყველგან, სადაც დღეს ჩავედი, დამხვდა ეს მდგომარეობა და ვარ ძალიან გახარებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რამდენი ადამიანი არის მსურველი და რამდენი ადამიანი ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ იქნეს მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად სასწრაფო არის მისი თავისუფლება, რადგან ჩვენ ვნახეთ ნავალნის მაგალითი და ძალიან ბევრჯერ მოგისმენია რუსეთის მმართველი დიქტატორისგან, ვლადიმერ პუტინისგან, რამდენჯერ გაავლო მან პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის, რამდენჯერ დაემუქრა როგორც ნავალნის, ასევე მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის განადგურებით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული, არ უნდა დაგვიმახინჯოთ, ქალბატონო სალომე, ჩვენი ქვეყნის ისტორია და ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ვიყავი, ახლა რუსთავში ვიმყოფები და ასეთი რიგები არის ყველგან. დიდი მადლობა ყველას და მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა