სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

სალომე ზურაბიშვილი - არ ვფიქრობ, რომ ნავალნის და სააკაშვილის შედარება შეიძლება, ამის მიზეზი არ არსებობს - საქართველო რუსეთი არ არის

ნახვები: 569 სალომე ზურაბიშვილი - არ ვფიქრობ, რომ ნავალნის და სააკაშვილის შედარება შეიძლება, ამის მიზეზი არ არსებობს - საქართველო რუსეთი არ არის

არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ის ჟურნალისტს, რომელმაც ნავალნის გარდაცვალებასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დაუსვა კითხვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა  Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, შედარების მიზეზი არ არსებობს.

კითხვაზე, დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა, გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, ზურაბიშვილმა აღნიშნა: „არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია“.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთი არ არის.

„შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არ არის და ამას ყოველთვის გავიმეორებ. რაც შეეხება ამ ტრაგიკულ ვითარებას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება, თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახანს აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის. რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა