ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა

ნახვები: 607 მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.

სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო.

სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.

"ბოლო რამდენიმე თვეა, მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია და დღეს, ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა. როგორც ხედავთ, მძიმედაც კი არ ვსუნთქავ, რადგან სპორტდარბაზში ყოველდღე ვვარჯიშობ და ვიბრძვი. მეორე რაუნდი ყელში მაგრად მქონდა წაჭერილი, მაგრამ რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და ვერ დავაფინიშე. ჩემი მიზანი, ყველა რაუნდში დომინაცია და დამაჯერებლობაა. 3 რაუნდი არაფერია, 10-რაუნდიანი ბრძოლა მომეცით. სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ! ახლავე ვეჩხუბები! ყველანი მიყვარხართ! მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ს!"- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა, გამარჯვების შემდეგ.

 

სავარაუდოა, რომ დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა