კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს

ნახვები: 586 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს

უკრაინა დონეცკის ქალაქ ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს, ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან ტელეკომპანია Inter-ს განუცხადა, რომ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და რომ ამერიკის ლიდერი აღიარებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან უკრაინული ჯარების გაყვანა უკრაინის იარაღით დახმარების შესუსტების შედეგია.

„ჩვენ გვინდა ჩვენი ბიჭების სიცოცხლე გადავარჩინოთ. მიხარია, რომ სამხედრო სარდლობას აქვს ასეთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკის განცხადა, რომ უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.

„ავდიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, - განაცხადა სირსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა