საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიკვიდირებულია „ჰამასის“ 45-ზე მეტი მებრძოლი, ამოღებულია იარაღი და სეიფები

ნახვები: 574 ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიკვიდირებულია „ჰამასის“ 45-ზე მეტი მებრძოლი, ამოღებულია იარაღი და სეიფები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში, ისრაელის ჯარებმა „ჰამასის“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს, შეიარაღებული პირები გაანადგურეს და დაჯგუფების კუთვნილი იარაღი ამოიღეს. ასევე, ხან იუნისში ისრაელელმა ჯარისკაცებმა ტანკებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად „ჰამასის“ 20-მდე მებრძოლი გაანადგურეს. ქალაქში საჰაერო თავდასხმების სერიის შედეგად კი „ჰამასის“ კიდევ 15 მებრძოლი დაიღუპა და იარაღის საწყობი განადგურდა.

ამასთან, „კომანდოს ბრიგადა“ და სხვა სპეცრაზმი ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში ჩხრეკას განაგრძობენ, სადაც იარაღი აღმოაჩინეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ჩხრეკა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოიპოვეს ინფორმაცია, რომ იქ მანამდე მძევლები ჰყავდათ დაკავებული. სამედიცინო ცენტრში, ამ დრომდე, 100-ზე მეტი ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს და იარაღი ამოიღეს.

ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ახლომდებარე შენობაში „ჰამასის“ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს და სეიფები და იარაღი ამოიღეს.

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ სულ მცირე 10 მებრძოლი გაანადგურეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა