ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტზე - ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება

ნახვები: 568 მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტზე - ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება

ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება,- ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მიუნხენში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.

მისი განცხადებით, ასეთი საქციელი „არცერთ შემთხვევაში არ შეშვენის ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, საქართველოს პრეზიდენტად იწოდებოდეს“.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად, აღარც არის უფლებამოსილი, რომ ასეთ ადამიანად ითვლებოდეს. ეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა იმის მიღმა, რაც არის ყველა იურისტისთვის ელემენტარულ ჭეშმარიტებად ცნობილი - საპარლამენტო რესპუბლიკაში როგორია პრეზიდენტის ფუნქციები, კომპეტენციები, უფლებამოსილებები. მგონი, ეს დღეს ყველასთვის ნათელია. ამ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს დადგენილი აქვს და ეს პრაქტიკულად უდავოდ იქცა, არავის შეკამათების უფლება არ აქვს. რაც შეეხება ამის შემდეგ იგივე დესტრუქციული ნაბიჯების გაგრძელებას, მგონი გასაგებია რა მიზანს ისახავს ეს. ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება. ეს არცერთ შემთხვევაში არ შეშვენის ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, საქართველოს პრეზიდენტად იწოდებოდეს. აქედან გამომდინარე, მგონი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, ვინმეს მოსწონს ეს ყველაფერი თუ არ მოსწონს, ფაქტია, არაფრით შეიძლება დაშვება, რომ ვინმემ საკუთარ თავს მისცეს უფლება, კონსტიტუციის თავზე გაიაროს“,-განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა რომ სურდეს, არ იტყოდა იმას, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა.

„სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს რეალურად განწყობა, რომ საქართველოს ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ოცნების ახდენაში, რა თქმა უნდა, ის არ იტყოდა იმას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა და როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალი გახდა, შემდეგ არ დაფაცურდებოდა“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა