თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია უსაფრთხოების თვალსაზრისით

ნახვები: 566 სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია უსაფრთხოების თვალსაზრისით

საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამო.

„ეს არის აუცილებლობა. უსაფრთხოების აუცილებლობა და ეს არის ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. მაგრამ დღეს, შესაძლოა, მთავარი იყოს უსაფრთხოება. უსაფრთხოების აუცილებლობა არის ის, რაც ევროკავშირმაც უნდა იგრძნოს. შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს, როგორი შეიძლება იყოს დღევანდელი ომი უკრაინაში, ევროკავშირში რომ არ იყოს პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი. ასე რომ, ადრინდელმა გაფართოებამ უზრუნველყო ფაქტობრივად დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის და შემდეგი გაფართოება, ჩვენი გაფართოება იქნება უსაფრთხოების დამატებითი ღირებულება ევროკავშირისთვის და ჩვენთვის. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები. ჩვენ გვაქვს საერთო უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ და ეს არის შავი ზღვა. რასაც აკეთებს ახლა რუსეთი, არის ის, რაც მან 2007 წელს გამოაცხადა - ის, რომ არ დაუშვებდა დასავლეთის შავ ზღვაში შეღწევას. რაც 2007 წლის შემდეგ მოხდა: საქართველოში 2008 წელს, შემდეგ ყირიმში და შემდეგ ომი უკრაინაში. ასე რომ, მან გამოაცხადა რის გაკეთებას აპირებდა და აკეთებს კიდეც. ასე რომ, ვფიქრობ, ევროკავშირის და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს და ეს მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მომავალი კომუნიკაციებისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებში და ათწლეულებში ტრანსპორტისა და ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა