კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაპოლიმ“ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ შეიძლება მაცარი დაითხოვოს

ნახვები: 577 „ნაპოლიმ“ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ შეიძლება მაცარი დაითხოვოს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ, შესაძლოა, უახლოეს ხანში დატოვოს გუნდი, – იტყობინება ჟურნალისტი მატეო მორეტო.

წყაროს ცნობით, 62 წლის სპეციალისტის ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ის შეიძლება დაითხოვონ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალის წინ, რომელიც 21 თებერვალს გაიმართება.

ამტკიცებენ, რომ მაცარის შეცვლაზე მთავარი კანდიდატია სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა, რომელიც ადრე შედიოდა ნეაპოლელთა საწვრთნელ შტაბში. ელოდებიან, რომ ის პოსტებს შეათავსებს.

ასე რომ, „ნაპოლიმ“ შეიძლება უკვე მეორედ შეცვალოს მწვრთნელი მიმდინარე სეზონში. მაცარიმ გუნდი ნოემბერში ჩაიბარა, როცა რუდი გარსია დაითხოვეს.

24 ტურის შემდეგ 36 ქულით „ნაპოლი“ სერია A-ს ცხრილში მე-10 ადგილზეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა