თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ თალაკვაძე - იცის სალომე ზურაბიშვილმა, რომ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება

ნახვები: 594 არჩილ თალაკვაძე - იცის სალომე ზურაბიშვილმა, რომ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება

საშინელი დანაშაულების ფონზე სააკაშვილის შეწყალება საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან დიდ კრიტიკას დაიმსახურებს და დიდი მიუღებლობა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის დამუშავება.

„ეს და სხვა განცხადებები არის ერთიანი ხაზის ნაწილი, ჯდება ერთიან ლოგიკაში, სალომე ზურაბიშვილს შეუქმნან შესაბამისი კლიმატი, რათა შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს. საზოგადოებას აჩვევენ, საზოგადოებრივ აზრს ამუშავებენ, რათა სააკაშვილის შესაძლო შეწყალება ნაკლებად დამაზიანებელი იყოს სალომე ზურაბიშვილისთვის. ეს არის, რაც ახლა ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს არის ერთიანი ხაზი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ დაგეგმილი, ამაზე მიზანმიმართული მუშაობა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი დანაშაულების გამო წარდგა ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მან იცოდა, რომ იყო სამართალწარმოება, იცოდა, რა ბრალდებებს უყენებდა სახელმწიფო, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო, აქაც უკანონოდ. შესაბამისად, მან მიიღო ის მოცემულობა, რომ სახელმწიფოს შესაძლოა, დაეკავებინა და მართლმსაჯულების წინაშე წარედგინა. ასეც მოხდა, სრულიად სამართლიანად, მან პასუხი აგო დანაშაულებზე, რომლებიც სამართლიანმა სასამართლომ დაუმტკიცა და მიიღო გადაწყვეტილება, რაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი წესებისა და ადამიანის უფლებების დაცვით იყო. ამიტომ, საშინელი დანაშაულების ფონზე, რომელიც მის მთავრობას მიუძღოდა, სააკაშვილის შეწყალება, კარგად იცის სალომე ზურაბიშვილმა, რომ მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან ის დიდ კრიტიკას დაიმსახურებს და დიდი მიუღებლობა იქნება. ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის დამუშავება, რათა როგორმე შეაგუონ საზოგადოება.

გახსოვთ, ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა კონტრაქტები, სადაც მხოლოდ ერთ კონტრაქტში მილიონამდე დოლარი იყო გადახდილი, რათა მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ქართული საზოგადოებისთვის წარმოეჩინათ როგორც წამებული, ადამიანი, რომელიც თითქოს მოწამლეს, თითქოს ხელისუფლებას უმძიმეს პირობებში ჰყავს. ამ მოთხრობამ განიცადა კრახი, მისი მკითხველებიც დარჩნენ მოტყუებული. როგორც ჩანს, კონტრაქტების ნაწილი ჯერ არ არის ამოწურული, კიდევ რჩებიან ადამიანები, მწერლებიც და მთქმელებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილზე განაგრძობენ საუბარს. მათ შორის, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეწყალების გადაწყვეტილებაზე ერთიანი მოსთხოვნის ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს. არ გამოვრიცხავთ, მისი სურვილი იყოს, რომ მთელმა ოპოზიციამ მოსთხოვოს სააკაშვილის შეწყალება და ამ მოტივით მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძეს კითხვით მიმართეს, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადება დიპლომატიურ უხერხულობას ხომ არ ქმნის, რაზეც თალაკვაძემ აღნიშნა:

„სადაც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, იქ ხშირად ჟღერდება მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაზეც არსებობს კითხვის ნიშნებიც, მაგრამ საზოგადოებამ უკვე პასუხებიც გაიგო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა