კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბექა ბასიალია-მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება

ნახვები: 527 ბექა ბასიალია-მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებების გამო ვერ დაესწრება.


ადვოკატი ბექა ბასილაიას თქმით, დღევანდელ პროცესზე 2 შუამდგომლობას დააყენებენ, ერთი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას უკავშირდება, ხოლო მერე შუამდგომლობით, დაცვის მხარე 2 მოწმის ხელახლა გამოკითხვას მოითხოვს.

"დღეს გვექნება ორი შუამდგომლობა - პირველი შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დართვას საქმეზე, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფუნდამენტურად შეილახა მისი უფლებები და ამავდროულად, გვექნება მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა და ამ შუამდგომლობის გადაწყვეტა კიდევ ერთხელ იქნება ტესტი იმისა, ყოველ კონკრეტულ ეტაპზე რა დავალებებს იღებს სასამართლო. ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე დაკითხული ორი მოწმის ხელახლა გამოძახებას. მოწმეების, რომლებიც არიან ამ საქმეში ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ", - განაცხადა ბასილაიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა