პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ანალენა ბერბოკი - პუტინი ცდებოდა

ნახვები: 548 ანალენა ბერბოკი - პუტინი ცდებოდა

ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინისთვის განუზომელი ტანჯვის მიყენებას და პირდაპირი მნიშვნელობით, უკრაინელების თავებზე იარაღი აქვს მიბჯენილი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

„თუ მას ეგონა, რომ მსოფლიო რაღაც მომენტში, ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე და მის მკვეთრ გლობალურ შედეგებზე, ცდებოდა. ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს გაერო-ს ფუნდამენტურ პრინციპებზე და გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება და სანამ მისი ხალხი კვლავ შეძლებს მშვიდობიანად და თავისუფლებაში ცხოვრებას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რიო-დე-ჟანეიროში 21-22 თებერვალს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა