კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი უარს ამბობს პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე

ნახვები: 528 ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი უარს ამბობს პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე

დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები უარს ამბობენ პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის ნაცვლად, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილმა გააცნობიერებინა, თუ რამდენად ცუდი იყო ამერიკა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განცხადებას ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პასუხი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მიმართა კითხვით – „რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის ამერიკას?“

„ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები უარს ამბობენ პუტინისთვის ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ამის ნაცვლად, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილმა გააცნობიერებინა, თუ რამდენად ცუდი იყო ამერიკა. მან თქვა და მე მოვიყვან ციტატას: „ჩვენ ვართ დაკნინებული ერი, წარუმატებელი ერი“. რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის ამერიკას? პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე – რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?“- განაცხადა ბაიდენმა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ რუსეთში არ უნდა დაბრუნებულიყო. მისივე თქით, ალექსეი ნავალნის მსგავსად, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა