ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

ნახვები: 550 ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. წილოსანმა, რომელსაც პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან პარლამენტის სპიკერატში სულ ოთხი ვიცე-სპიკერია. ესენი არიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი და ნინო წილოსანი.

რაც შეეხება ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სპიკერატში ოპოზიციისთვის სამი ვიცე-სპიკერის პოსტია განსაზღვრული, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით მხოლოდ ერთი ვიცე-სპიკერი - "ევროპელ სოციალისტი" დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე ჰყავს არჩეული. გასულ წელს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობა ბეჟაშვილის არჩევის საკითხს მხარს არ უჭერს.

პარლამენტში ოპოზიციის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტურია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა