კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბექა ოდიშარია - ნავალნი ყინვასა და უბედურებაში იხდიდა სასჯელს, სააკაშვილი დედიკოსთან ერთად იხდის ქალაქის ცენტრში

ნახვები: 514 ბექა ოდიშარია - ნავალნი ყინვასა და უბედურებაში იხდიდა სასჯელს, სააკაშვილი დედიკოსთან ერთად იხდის ქალაქის ცენტრში

ნავალნი ყინვაში და უბედურებაში იხდიდა სასჯელს, სააკაშვილი დედიკოსთან ერთად იხდის ქალაქის ცენტრში, ორპალატიან საავადმყოფოში და აქედან ედრება იმას. ნავალნის ოჯახის მაინც შერცხვეს თავისის თუ არ რცხვენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლობისტური კამპანიის წყალობით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის „სათბურში შენახვა“ უწევს.

„მოისვენოს, დაისვენოს თუ შეიძლება ამ ორ ოთახში. ან ერთ ოთახში მოისვენოს, ან მეორე ოთახში და მოასვენოს ეს ქვეყანა. მრცხვენია ბევრი პატიმრის მშობლის თვალებში ჩახედვის, იმიტომ, რომ გაცილებით უფრო რბილი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანები იხდიან სასჯელს პენიტენციურ სისტემებში, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც გაფლანგა ბიუჯეტი, ამოხოცა ადამიანები და წამოწოლილი გვყავს იმის გამო, რომ მილიონებს იხდის კამპანიაში - „კვდება, არ კვდება“. ჩვენ გვიწევს იმისთვის, რომ არ დაზიანდეს ჩვენი შვილების, თქვენი ყველას ევროპული მომავალი, მისი ასეთ სათბურში შენახვა. ქართველ ხალხს მოთმინების ფიალა აევსება და მოკიდებენ ხელს, გადადგამენ პირდაპირ, ჩასვამენ იქ, სადაც საჭიროა და მერე ამდენი ყროყინის საშუალება აღარ მიეცემა,“ - განაცხადა ოდიშარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა