კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - 1 ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?

ნახვები: 506 გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - 1 ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?

ბატონო ლაშა, კითხვა მაქვს თქვენთან, 1 ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?! რატომ ღირს ყველა პროდუქტი უფრო იაფი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში?! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში წყალსა და სხვა პროდუქტებზე ფასები გაცილებით მაღალია, რაც უსამართლობაა.

„ბატონო ლაშა, კითხვა მაქვს თქვენთან, 1 ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?! რატომ ღირს ყველა პროდუქტი უფრო იაფი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში?! მაგალითად, 1კგ კარაქი რატომ ღირს უფრო იაფი თურქეთში, 20 ლარია ფასი დაახლოებით და რატომ ღირს ჩვენთან 30 ლარი?! 15 კვერცხი თურქეთში რატომ ღირს 4,5 ლარი და საქართველოში 10 კვერცხი ღირს 5,5 ლარი. რა არის ამის მიზეზი, წყალს მიაქვს ეს ქვეყანა, წყალია საქართველოში ყველგან, რატომ დგას სარფის საზღვარზე რიგები ადამიანების, რომლებიც პროდუქტის საყიდლად გადადიან თურქეთში. რატომ ხდება ეს? რისი ბრალია, რომ ასეთი სიძვირეა ქვეყანაში? ამ ციფრებს რომ ლაპარაკობთ, ეს ხომ ხალხისთვისაა?“ - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა