ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნაპოლის“ მწვრთნელი კვარაცხელიას შეცვლაზე - მე კი სახელებს არ ვუყურებ

ნახვები: 778 „ნაპოლის“ მწვრთნელი კვარაცხელიას შეცვლაზე - მე კი სახელებს არ ვუყურებ

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი შეხვედრა (1:1) შეაფასა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზეც გააკეთა.

იტალიის მოქმედი ჩემპიონის ახალმა მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი მოედნიდან 68-ე წუთზე გაიყვანა.

„გუნდმა იბრძოლა და ქება დაიმსახურა. აფრიკის თასიდან ჩამოსული ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში არ იყვნენ, დაცვის ფაზაში კი ძალიან ბევრი დავთმეთ. არ მომეწონა ის, რომ მოედანზე პერიოდულად ქაოსი იყო, მაგრამ ორ დღეში სასწაულები არ ხდება. მომეწონა გუნდური სულისკვეთება, რადგან ვნახე ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაფერი გასცეს და წაგებას არ აპირებდნენ. შეხვედრის დასასრულს კი მოთამაშეებმა გამარჯვების ირწმუნეს.

ტაქტიკური პრობლემების გამო გაგვიჭირდა და ამაზე ბევრია სამუშაო. გუნდს ვთხოვე კომპაქტური თამაში, თუმცა პირველ ნახევარ საათში შემტევი ნახევარმცველების მომარაგება ვერ მოვახერხეთ. მეგონა, მოგება შეგვეძლო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ. გასაგებია, რომ „ბარსელონასთან“ თამაში ყველასთვის რთულია, თუმცა ფრე სტიმულია და გვაიმედებს.

მინდორზე იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც კარგად მუშაობენ, მე სახელებს არ ვუყურებ. მატეო პოლიტანომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, დაცვასაც ეხმარებოდა და ძალიან ენერგიული იყო. ვინც საქმეს თავს ვერ ართმევს, მათ ჩავანაცვლებთ. კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა და წელსაც დაგვეხმარება, ისევე როგორც გასულ სეზონში აკეთებდა, მაგრამ შევცვალე, რადგან ფანტასტიკურად არ უთამაშია, ნაპერწკალი აკლდა. ხანდახან შენი დღე არაა.

თუმცა კვარას ეს ხელს შეუწყობს და მეტსაც იშრომებს. მისი ტაქტიკური სვლებით იმედგაცრუებული არ ვყოფილვარ. უბრალოდ, მას არ ჰქონდა საკმარისი სივრცე და მომენტები. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება. „ბარსელონა“ იტალიის ჩემპიონს „მონჟუიკზე“ უმასპინძლებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა