Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-ში ჩვენი სამხედროების თავდადებასა და პროფესიონალიზმს მაღალ დონეზე აფასებენ

ნახვები: 552 ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-ში ჩვენი სამხედროების თავდადებასა და პროფესიონალიზმს მაღალ დონეზე აფასებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით უწყებაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის.

„ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს მისიებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ნატოელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სამხედროების მაღალ შეფასებაზეც გაამახვილა ყურადღება. ნატო-ს შტაბბინაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე ნატო-სთან თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ერთობლივი წვრთნები, რომლებსაც ვატარებთ ნატო-სთან ერთად. ასევე, მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომლებსაც ვქმნით როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა