მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ნახვები: 360 თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირებაა. სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.

მგზავრობის საფასურის გაზრდასთან ერთად, ორმაგდება დასუფთავების სამსახურის გადასახადი იურიდიული პირებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის, სკოლებისთვის და სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის.

მაგალითად, თუ სკოლა ერთ მოსწავლეზე თვეში 25 თეთრს იხდიდა, საკრებულოს მიერ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, 50 თეთრს გადაიხდის.

კალაძის ინიციატივას სხდომაზე ოპოზიციური პარტიების დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.

"კახა კალაძემ და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტეს, ბოლომდე ამოხადონ სული მოსახლეობას და გაძვირებული კომუნალური გადასახადების, მედიკამენტების, პროდუქტების, ტრანსპორტის გაძვირების შემდეგომ, გადაწყვიტა, რომ ყველა იურიდიულ პირს, აფთიაქებს, სასურსათო მაღაზიებს, რესტორნებს, საწარმო ობიექტებს, ყველა გაუორმაგოს დასუფთავების მოსაკრებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მათი პროდუქტი და მომსახურება გაძვირდება, ამ გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს კვლავ მოსახლეობას თავისი ჯიბიდან. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, "ქართული ოცნება" არის მოსწრებაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ამოიღოს ამ ისედაც გაღატაკებული მოსახლეობისგან და თავიანთ მილიონებს და მილიარდებს, კიდევ დამატებით მილიონები და მილიარდები დაამატოს", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ,

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ აქამდე ერთი მგზავრობისთვის 50 თეთრის გადახდა იყო საჭირო, 1 თებერვლიდან ეს თანხა 1 ლარად გაიზრდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა