Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებას პენსიონერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა

ნახვები: 380 ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებას პენსიონერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა

„ევროოპტიმისტების” დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებას პენსიონერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა.

მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა მანამდე პენსიონერებისთვის 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტის შემცირდება და ეს რატომ ადრე არ გაკეთდა?

„ნამდვილად კარგია, როდესაც პენსიონერებს, იმ ადამიანებს, რომელთა პრობლემებიც ძალიან ბევრმა აქ მყოფმა ადამიანმა არ იცის, პატარა შვება ექნებათ, მაგრამ რამდენიმე კითხვა მაქვს და ერთი შეთავაზება მექნება ხელისუფლებასთან, თუ აქამდე შეიძლებოდა ამის გაკეთება, აქამდე რატომ არ გაკეთდა? ძალიან დიდი ხანია ეს პრობლემა არის, რომელიც ყველას აწუხებს.წარმოუდგენელია ადამიანების ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიტოვება და სახელმწიფოს არაფერი არ გაეკეთებინოს. თქვენ აიღეთ და წინასაარჩევნოდ გააკეთეთ ეს ყველაფერი. ქალბატონო ნათია, თქვენ კი ამბობთ, რომ ეს კარგია. კარგია ნამდვილად, მაგრამ წინასაარჩევნოდ, როდესაც ასეთი რაღაც-რაღაცები კეთდება, ამას სხვა შეფასება შეიძლება მიეცეს. აქამდე შესაძლებელი იყო თუ არა ეს გაკეთებულიყო, მართლა გულწრფელად მაინტერესებს. ასეულობით მილიონი ლარი არის „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერებისგან გადახდილი, ზემოდან უმატებთ კიდევ 15 მლნ ლარს ბიუჯეტიდან არ აძლევთ ბატონ რუხაძეს ამ ფულს? აბა, საიდან ვაძლევთ? თუკი შესაძლებელი იყო აქამდე ეს ყველაფერი გაკეთებულიყო, მაშინ რატომ ვახდევინეთ ამ ადამიანებს ზედმეტად 20-30 და 40 ლარი? შეთავაზება მექნება, ხელისუფლება თუ ფიქრობს იმაზე, რომ დაუბრუნოს პენსიონერებს ის თანხა, რა თანხაზეც საუბარი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება სჭირდებოდა ხელისუფლებას, რომ ეს გაეკეთებინა და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ პენსიონერები. ძალიან მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანების პოლიტიკურად გამოყენება ხდება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა