თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრემიერი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება

ნახვები: 574 პრემიერი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება

მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდეს ახალი სამედიცინო დაწესებულება, საავადმყოფოს წინა ტერიტორია კი საინვესტიციოდ რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოიყენონ.

„უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ, არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე ჯერ კიდევ 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, თუმცა, პოლიტიკური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.

ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტი, კიდევ ერთხელ წარიმართება შესაბამისი სამუშაოები, დაიგეგმება პროცესი და მომზადდება წინადადებები, რომ განხორციელდეს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა და წინა ტერიტორია გამოყენებული იყოს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჰქონდათ.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდება ექიმების, პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ უახლოეს თვეებში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ ამ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ვფიქრობთ ეს არის ის გადაწყვეტა, რომლის მიესადაგება როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, კოლექტივის ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა