კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ექიმი - განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს პირობები

ნახვები: 560 ექიმი - განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს პირობები

განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესება მოხდეს იმ პირობებისა, რა პირობებშიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო და შემდგომში, როდესაც აშენდება ახალი, მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფო, რაც ყველასთვის გასახარია, გავაგრძელებთ იქ მუშაობას. რაც მთავარია, რესპუბლიკურის მომსახურება არ მოაკლდება არც ქალაქს, არც ქვეყანას და არც ერთ პაციენტს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა კახი ხუციშვილმა საავადმყოფოსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საავადმყოფოს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაციის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს, სურვილის შემთხვევაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ.

„თუ შემდგომში ტერიტორიის ნაწილი გამოყენებული იქნება რაიმე საინვესტიციო გეგმებისთვის, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება და ჩვენ წინააღმდეგობას ამაზე არ გავწევთ, პირიქით, ჩვენი ერთ-ერთი ვერსია იყო ასეთი და არც ველოდით, რომ ამ ვერსიას ასე კარგად მიიღებდნენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამ ყველაფერმა. რაც შეეხება თანამშრომლებს, რაღაც ნაწილს, ვისაც ხელი ჰქონდათ მოწერილი კომპენსაციაზე ის ჩაერიცხათ. იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ იქ მუშაობა და დატოვებენ კოლექტივს, და ვისაც ამის სურვილი ექნება უკან დაბრუნდება, ამას არავინ არ შეეწინააღმდეგება. შენობის მდგრადობის საკითხზე ვიტყვი, რომ ამჟამად საუბარი არ ყოფილა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ფასადი ნამდვილად ავარიული იყო. ამ ფასადმა გამოიწვია პროცესების დაჩქარება. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მიდგომა და განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესება მოხდეს იმ პირობებისა, რა პირობებშიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო და შემდგომში, როდესაც აშენდება ახალი მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფო, რაც ყველასთვის გასახარია, გავაგრძელებთ იქ მუშაობას და რაც მთავარია, რესპუბლიკურის მომსახურება არ მოაკლდება არც ქალაქს, არც ქვეყანას და არც ერთ პაციენტს“,- განაცხადა კახი ხუციშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა