თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თბილისის მერმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ნახვები: 602 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თბილისის მერმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდია იყო სიმამაცე, პატრიოტიზმი საქართველოს სახეომწიფოს მცველების. მათი საქციელი, თავდადება საუკუნეები იცოცხლებს და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც სიმბოლოს თავისუფლებისთვის ბრძოლისათვის და როგორც სიმბოლოს უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობის მატარებელი ადამიანების. დიდი მადლობა მათ და დიდება გმირებს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა