თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს

ნახვები: 383 სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, სრულიად საქართველოს ვულოცავ თქვენი აღსაყდრების დღეს!

თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განუზომელია. თქვენ შეძელით ძნელბედობის ჟამს, შეგენარჩუნებინათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ერთიანობა და ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას დღემდე უდიდესი ერთგულებით ატარებთ.

დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისგან მოელის ხალხისთვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.

საქართველოს თქვენი სახით ჰყავს ქრისტიანული და კავკასიური ზნეობის ბურჯი და სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს უდიდეს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით.

ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ერისა და ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობისთვის ლოცვაში", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა