თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სჭირდებოდათ პარლამენტის რბილი თავმჯდომარე, ახლა სჭირდებათ ქორი-რომან გოცირიძე

ნახვები: 360 სჭირდებოდათ პარლამენტის რბილი თავმჯდომარე, ახლა სჭირდებათ ქორი-რომან გოცირიძე

"მისი დარჩენა პარლამენტში დამამცირებელი იქნებოდა, უკვე მეორე შემთხვევა იქნებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა მეორე თავმჯდომარე მოხსნა და რიგით დეპუტატად ჩამოალაბორანტა",- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ პოსტის დატოვებას.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ლეგენდა მოიფიქრა, რომ კუჭავა დიდ პროექტს ჩაუდგება სათავეში.

"მისი დარჩენა პარლამენტში დამამცირებელი იქნებოდა, უკვე მეორე შემთხვევა იქნებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა მეორე თავმჯდომარე მოხსნა და რიგით დეპუტატად ჩამოალაბორანტა. იგივეს გამეორება, რაც თალაკვაძეს მოუვიდა, კუჭავას მიმართ დიდი დამცირება იქნებოდა და მოიგონეს ლეგენდა, რომ რაღაც დიდ პროექტს ჩაუდგება სათავეში. თუკი, მართლა რაიმე ფორმით უნდათ ამ გადაწყვეტილების შენიღბვა, შეიძლება დანიშნონ აღმოსავლეთ ლუქსემბურგის როტჩილდებთან მოთანამშრომლე პიროვნებად, სად ლუქსემბურგი და სად საქართველო, მსგავსი რამე შეიძლება მოვიგონოთ, თუმცა, დრო გავა და ყველას დაავიწყდება, არ მგონია რამე სერიოზული შეთავაზება მიიღოს. რატომ გაათავისუფლეს? იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე სჭირდებოდათ პარლამენტის რბილი თავმჯდომარე, რომელიც დასავლეთთან ილაპარაკებდა მსგავსი ენით, ახლა სჭირდებათ ქორი, რომელიც პარლამენტში ყველა დავალებას შეასრულებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს. ჩვენ ვნახეთ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ქმედება თუნდაც თიკა ბოკუჩავასთან მიმართებით. რა პლუსი ექნება პარლამენტის ახალი თავმჯდომარის დანიშვნას, ვიფიქრე, ვიფიქრე და აღმოვაჩინე ერთი დიდი პლუსი - წვერი გაიპარსა. პარლამენტში ნაკლები წვეროსანი იქნება, წაიღო ეს ქვეყანა წვეროსნებმა",- განაცხადა გოცირიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა