Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გიგი უგულავა - გულღრძო ქოცისთვის გახარია არის კიდევ უფრო მეტი მოღალატე, ვიდრე სააკაშვილი არის მტერი

ნახვები: 589 გიგი უგულავა - გულღრძო ქოცისთვის გახარია არის კიდევ უფრო მეტი მოღალატე, ვიდრე სააკაშვილი არის მტერი

„იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა კაცი და იძახი, ის ადამიანი გადაიყვანეთ საავადმყოფოდან ციხეში“, - განაცხადა გიგი უგულავამ „რეაქციაში“ და გახარიას გუნდის მოწოდება გააკრიტიკა, რომელიც  „ოცნებას“ სააკაშვილის ციხეში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც უგულავა ამბობს, გახარიას მოწოდება „ნაცობის კომპლექსს“ უკავშირდება.

"ნებისმიერ ოპოზიციას ეხება ეს, სანამ კომპლექსი გექნება, რომ დაგიძახებენ ნაცს, მანამდე შენგან არაფერი გამოვა. ავიღოთ გახარია - 9 პროცენტიდან 3 პროცენტამდეა ჩამოვარდნილი, არის ადამიანური რაღაცები, რაზეც პოლიტიკურად არ უნდა გააკეთო. იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა კაცი და იძახი, ის ადამიანი გადაიყვანეთ საავადმყოფოდან ციხეში - ჩვეულებრივი ადამიანის თვალით შეხედე, კაცი საავადმყოფოშია და ითხოვ ციხეში გადაიყვანეო, ამის მერე დედას ხომ შეგაგინებს.

ვისაც უნდა, რომ ციხეში გადაიყვანოს, ის არის გულღრძო ქოცი და გახარია იმისთვის არის კიდევ უფრო მეტი მოღალატე, ვიდრე სააკაშვილი არის მტერი,“ - ამბობს უგულავა. 

ტვპირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა