კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან ოთხი მილიარდი დოლარის გამოყენებას განიხილავს

ნახვები: 522 პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან ოთხი მილიარდი დოლარის გამოყენებას განიხილავს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან ოთხი მილიარდი დოლარის გამოყენებას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, თავდაცვის დეპარტამენტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი ჯერ კიდევ აქვს უკრაინისთვის, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს, აშშ-ის საწყობებიდან იარაღი გააგზავნოს, თუმცა დეპარტამენტს არ აქვს სახსრები, რომ გაგზავნილი იარაღი ახალით ჩააანაცვლოს. ასევე, პენტაგონს არ აქვს რაიმე გარანტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეზერვის ოთხ მილიარდს გამოიყენებს, შემდეგში კონგრესი შეავსებს მას.

„სიენენი“ წერს, რომ ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა საუბარი ამ გამოსავალსა და სხვა გეგემებზე მიმდინარეობს აქტიურად მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უფრო გამწვავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა