ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

იაგო ხვიჩია - ხალხი შარზეა, ნერვებს უშლით ის, რომ რაღაც კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით „ლელო“ არ აწერია ყვითლად ან გახარიები

ნახვები: 573 იაგო ხვიჩია - ხალხი შარზეა, ნერვებს უშლით ის, რომ რაღაც კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით „ლელო“ არ აწერია ყვითლად ან გახარიები

არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა, ნერვებს უშლით ის, რომ რაღაც კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით „ლელო“ არ აწერია ყვითლად ან გახარიები - მათ დაკორექტირების მიზანი არ გააჩნიათ, საქმის გაფუჭება უნდათ პატიმრებისთვის - ასე გამოეხმაურა პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე ოპოზიციის ნაწილის პოზიციას იაგო ხვიჩია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ამნისტირებაზე "ქართული ოცნების" პოზიციას, ხვიჩია განცხადებით, გაუჭირდება პატიმრებს აუხსნას, რომ ამნისტია მათ არ ეხებათ, რადგან "ვიღაც პატიმარი ზის ციხეში, რომელსაც იგივე მუხლები აქვს მისჯილი და არ გვინდა მას შევახოთ ეს ამნისტია".

„ზოგადად ჩაკორექტირებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა და არ უნდა არაფრის ჩაკორექტირება, ნერვებს უშლით ის, რომ კანონპროექტი შეიტანა ოპოზიციამ, რაღაც კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით "ლელო" არ აწერია ყვითლად ან გახარიები. ეს არის მთავარი პრობლემა, მათ ჩაკორექტირების მიზანი არ გააჩნიათ, უბრალოდ, საქმის გაფუჭება უნდათ პატიმრებისთვის. ჩემი აზრით თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, "ლელოს" ლიდერებმა ან უნდა გადაწყვიტონ, რომ მართლა თაღლითები არიან და მართალი იყო მურუსიძე მათთან ან გადაწყვიტონ, რომ როგორც მათთან შეეშალა მურუსიძეს და მათ მეგობრებს, ზუსტად ისე ეშლებათ ქართველ ხალხთან და ისინიც იმსახურებენ თავისუფლებას ზუსტად ისე, როგორც "ლელოს" ლიდერები დადიან გარეთ.

მიხეილ სააკაშვილი სამოხელეო დანაშაულის გამო ზის და 6 წელი აქვს მისჯილი, ეს ამნისტია ვრცელდება ადამიანებზე, ვისაც სამუდამო პატიმრობაც კი აქვთ მისჯილი და როგორც ავუხსნათ იმ ხალხს, ვინც იგივე მუხლებით ზის ციხეში, რომლითაც სააკაშვილი, რომ ამნისტია იმიტომ არ ეხებათ, რომ ვიღაც პატიმარი ზის ციხეში, რომელსაც იგივე მუხლები აქვს მისჯილი და ჩვენ არ გვინდა მას შევახოთ ამნისტია?! თქვენ აუხსენით, მე გამიჭირდება ამის ახსნა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა