კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაპოლის“ მწვრთნელი - სულელი არ ვარ, რომ „ნაპოლის“ კვარაცხელიასა და ოსიმენის კალიბრის მოთამაშეები ჩამოვაშორო

ნახვები: 577 „ნაპოლის“ მწვრთნელი - სულელი არ ვარ, რომ „ნაპოლის“ კვარაცხელიასა და ოსიმენის კალიბრის მოთამაშეები ჩამოვაშორო

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „სასუოლოსთან“ წარმატებული (6:1) გასვლითი მატჩის შემდეგ გუნდის ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.

„მთავარი ისაა, რომ ოსიმენი და კვარაცხელია ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობდნენ. რატომ ვცვლიდი წინა შეხვედრებში მათ? მატჩის დროს თუ დავინახე, რომ ფეხბურთელს უჭირს, მირჩევნია, მოედანზე ახალი მოთამაშეები შევუშვა.

ოსიმენი თავის დონეს უბრუნდება, აფრიკის თასის შემდეგ ის საუკეთესო ფორმაში არ იყო. კვარაცხელიას შემთხვევაშიც, დაახლოებით, იგივე ხდებოდა. მან რთული ეტაპები გამოიარა, დღეს კი ბევრ კითხვას პასუხი გასცა.

საერთოდ, კარგად ვიცი, კვარაცხელია და ოსიმენი „ნაპოლისთვის“ რა ძალას წარმოადგენენ. სულელი არ ვარ, რომ გუნდს ასეთი კალიბრის მოთამაშეები ჩამოვაშორო.

ფეხბურთელებს ვარჯიშისა და ერთად ყოფნის სურვილი აქვთ. გასულ კვირაში დავინახე ინტენსივობა და ხარისხი, ეს კი მაიმედებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიზნები. უნდა ვიბრძოლოთ და შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ.

გუნდი ცოტა ხნის წინ ჩავიბარე, თუმცა უკვე გადავდგით ნაბიჯები წინ. უნდა გავაგრძელოთ გუნდურად მუშაობა და ხვალ უკეთესები ვიქნებით“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.

1tv.ge 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა