თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილი - როდესაც გერმანიის პარლამენტის ლოჟაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად არის ზურაბ ადეიშვილი, სწორედ ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას

ნახვები: 575 შალვა პაპუაშვილი - როდესაც გერმანიის პარლამენტის ლოჟაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად არის ზურაბ ადეიშვილი, სწორედ ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას

როდესაც გერმანიის პარლამენტის ლოჟაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად არის ზურაბ ადეიშვილი, სწორედ ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასურველია, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხები მოისმინოს ქართულმა საზოგადოებამ.

„როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია უკვე ოთხ საქმეზე, სამ საქმეზე მიდის პროცესი, მათ შორის ადამიანი მსჯავრდებული არის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა და სასწაულებრივად გადაურჩა მაშინ ის სიკვდილს, თუმცა ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ თავისი გართულებები გამოიწვია. როცა ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გერმანიის პარლამენტს, იქ სტუმრების ლოჟაშია უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში. როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. არვიცი, ტურისტული მიზნებით იყო თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხი და მისი წუხილების მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა