ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ანა წითლიძე - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დღის წესრიგში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკითხის დაბრუნება ადასტურებს

ნახვები: 550 ანა წითლიძე - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დღის წესრიგში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკითხის დაბრუნება ადასტურებს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დღის წესრიგში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკითხის დაბრუნება ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის პრობლემურია ის ცვლილებები, რომელიც „ოცნებამ“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მიიღო.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ის, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ.

„ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკითხი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დღის წესრიგში და ამის განხილვა იქნება პარიზში დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს ცვლილებები, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, არის პრობლემური. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები არ არის ის, რაც საქართველოში საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს შექმნის. მთელი დღის განმავლობაში მქონდა შეხვედრები მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. მათი მოთხოვნა არის ის, რომ ვეტოს დაძლევამდე ეს ვენეციის კომისიაში კიდევ გადაიგზავნოს და საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს კიდევ ერთხელ იმის შესაძლებლობა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. რას იზამს ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“? ცხადია, ისინი აქ წარმოდგენილნი არიან კომიტეტზე და მათი პოზიცია არის ის, რომ არ ეთანხმებიან იმას, რომ კიდევ ერთხელ გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაზე. საბოლოოდ, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ. ეს არის ის, რითაც საქართველო შეფასდება, არის თუ არა ღირსი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“,- განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა