კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კეთილდღეობა, მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლა

ნახვები: 542 ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კეთილდღეობა, მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლა

ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კეთილდღეობა და მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლა იმის გამო, რომ პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, პირველ რიგში, აინტერესებთ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები.

„პირველადი მოხმარების პროდუქტები, რაშიც ხუთი, ექვსი, შვიდი წლის წინ დიასახლისი გადაიხდიდა 55-60 ლარს, დღეს 109 ლარი დაუჯდა ადამიანს, რომელმაც ეს პროდუქტები შეიძინა. ცხადია, ყველას გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, აინტერესებთ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, რადგან ყოველდღიურად ეხებიან ამას, რადგან ცეცხლის ფასებია მაღაზიაში, მარკეტებსა და ბაზარში. ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური კეთილდღეობა. მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლის და კითხვებზე, რომლებიც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, ვალდებული არიან ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ივანიშვილის პარტია, პასუხი გასცენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა