რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

ნიკოლოზ ვაშაკიძე: სააკაშვილის პატიმრობის, შიმშილობისა და ჯანმრთელობის თემებმა მოახდინა პოლიტიკური დღის წესრიგის და დისკურსის მიტაცება

12.29.2021 | 12:05 ნახვები: 1087

როგორი წელი იყო 2021 საქართველოსთვის. რამდენად გაუძლო ქართულმა სახელმწიფომ და მისმა პოლიტიკურმა სპექტრმა გამოწვევებს, რა შანსები იქნა ხელიდან გაშვებული, როგორ აისახა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის დაბრუნება, რა საგარეო საფრთხეების წინაშე დგას ქართული სახელმწიფო და  - NATION- ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე პოლიტიკოსს და დიპლომატს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

როგორი წელი იყო 2021 საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის?

2021 წელმა სერიოზული გამოცდა მოუწყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მის მოწიფულობაზე. სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფომ ეს გამოცდა ვერ ჩააბარა.

როგორ შეიძლება შევაფასოთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რა დადებითის და  უარყოფითის გამოკვეთა შეგვიძლია 2021 წელს განვითარებული მოვლენებიდან?

2021 წლის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მიმართ მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესი საკმაოდ დიდია და მათთვის ის თუ როგორ, რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა, მნიშვნელოვანია. ეს არის ის მთავარი დადებითი რეალობა, რომელიც გასულმა წელმა დაგვანახა. ყველაზე უარყოფითი კი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ვერ დგანან მოწოდების სიმაღლეზე, ვერ უწევენ ადეკვატურ პარტნიორობას ჩვენს მეგობრებს და ვერ ახერხებენ ქვეყნის ნორმალური განვითარების გზით მიმართვას.

ოპოზიციის ბოიკოტი, მიშელის შეთანხმება და საბოლოოდ ანულირებული დოკუმენტი - ამაზე რას იტყვით?

ვფიქრობ, .. შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო განვითარებული პერიპეტიები - გასული წლის საკვანძო მოვლენაა. 2020 წლის არჩევნებმა ნათლად წარმოაჩინა მოსახლეობის განწყობებში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ძვრები, ცხადად გამოკვეთილია მასობრივი მოთხოვნა სერიოზულ ცვლილებებზე. ამ გამოკვეთილი მოთხოვნის ფონზე არჩევნების არაკეთილსინდისიერად ჩატარებამ ბუნებრივად გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი, რომლის მსვლელობისას ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა კონსოლიდაცია და სერიოზული პრობლემა შეუქმნა ხელისუფლებას. პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად მასში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩაერთენ, პირველ რიგში, ევროკავშირი, პრაქტიკულად უმაღლეს დონეზე. ეს უდა მიღწევა იყო, რომელიც ფუნდამენტური ცვლილებების სერიოზულ შანსს იძლეოდა. სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული.

რატომ, რა მიზეზით?

ჩემი აზრით, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციას პრაქტიკულად ჯიბეში ჰქონდა, წარმოადგენდა უდიდეს მიღწევას საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო და მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იძლეოდა ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების საშუალებას. შემთხვევითი არ არის, რომ ამ დოკუმენტს პრაქტიკულად გადაყვა იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხოლოქართულმა ოცნებამ”, როგორც კი მას ოპოზიციის ნაწილის უგუნურობის გამო ამის საშუალება მიეცა, დატოვა ეს შეთანხმება და პრაქტიკულად მისი ანულირება მოახდინა. ეს უაღრესად საწყენია და დიდ დანაკარგს წარმოადგენს. თუ ყურადღებით ხელახლა გადაიკითხავთ ამ დოკუმენტს და შეადარებთ მის შინაარსს იმ რეალობას, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, კარგად მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაში რა დადებითი და უარყოფითი კომპონენტების გამოკვეთა შეიძლება?

ყველაფერზე შედეგიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. შედეგი აშკარად არ გვაქვს კარგი.

რას გულისხმობთ?

მიხეილ სააკაშვილის ერთობ ორიგინალურმა ჩამოსვლამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა იმ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე, რომელიც არჩევნების წინ იკვეთებოდა. ეს ზეგავლენა გამოხატა იმაში, რომ მოხდა საარჩევნო ველის და ელექტორატის პოლარიზაცია, როგორც იტყვიან, შუა გაიკრიფა და ამით ისევოცნებადარჩა მოგებული, რადგან სააკაშვილის გამოჩენამ და ნაცმოძრაობის ხელისუფლების დაბუნების პერსპექტივამ მოახდინაოცნებისსაგრძნობლად შეთხელებული ელექტორატის ხელახალი მობილიზება. მას ბევრმა ისეთმა ადამიანმა მისცა ხმა, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციაში ამას აღარ აპირებდა.

და ახლა რა ვითარებაც გვაქვს ამაზე რას იტყვით?

ყველაზე ცუდი, რაც  ეტაპისთვის გვაქვს, არის ის, რომ სააკაშვილის, მისი პატიმრობის, შიმშილობისა და ჯანმრთელობის თემებმა მოახდინა პოლიტიკური დღის წესრიგის და დისკურსის მიტაცება. ქვეყნისთვის მნიშვნლოვანმა დემოკრატიული განვითარების საკითხებმა უკანა პლანზე გადაიწია.

ბატონო ნიკა, იმ ფონზე, როცა საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანა მიხეილ სააკაშვილისა დაქართული ოცნებისგარშემო ტრიალებს, მსოფლიოში მეტად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, ქართული პოლიტიკოსები კი ჩვენდა გასაკვირად რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე არ საუბრობენ.

უფრო სწორად, არასაკმარისად საუბრობენ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და კარგი. რეგიონში მართლაც უმნიშვნელოვანესი და სახიფათო მოვლენები ვითარდება და ამ მოვლენებისადმი უყურადღებობა მათ მნიშვნელბას არ აკნინებს.

ვხედავთ დაპირისპირებულ ჩვენს მეზობლებს, რომელთაგან ერთ-ერთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. რა მოლოდინები გაქვთ რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის გამოანუ სად არის ამასობაში საქართველო და რას ნიშნავს უკრაინის მოვლენები საქართველოსთვის?

1997 წელს დიდი ხმაური გამოიწვია ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგის, ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნმადიდი საჭადრაკო დაფა”. მიუხედავად რიგი საკამათო პასაჟებისა, ეს წიგნი უდაო მოვლენა გახლდათ და ბევრ ღრმა და საინტერესო იდეას შეიცავდა.

თავს დავდებ, რომ ამ წიგნის შესახებ ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას არაფერი სმენია, ან თუ სმენია, არც გადაუფურცლავს. უკაცრავად, რომ ჩაგეჭერით, გთხოვთ გააგრძელოთ...

იდეები ვახსენე და მათ შორის უმნიშვნელოვანესი გახლდათ ის, რომ ევრაზიის კონტინენტი განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ ამინდს მთელ მსოფლიოში, ხოლო თავად ამ კონტინენტის გეოპოლიტიკური ბედი გადაწყდება დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინისთვის ბრძოლაშიჩემი აზრით, ძალიან სწორი და შორსმჭვრეტელური იდეაა და სწორედ ამ იდეაში ასახულ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით ახლა. და თუ ახლა უკრაინაში წყდება ევრაზიის ბედი, ძნელი მისახვედრი არაა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. უკრაინის წარმატება ჩვენი გადარჩენის და წარმატების საწინდარი იქნება და პირიქით.

რით შეიძლება აიხსნას საქართველოს ხელისუფლების და არმარტო ხელისუფლების, ოპოზიციის მათ შორის,  პასიურობა თუნდაც ამ კონკრეტული საკითხის მიმართ?

ხელისუფლებამ მოსვლისთანავე აირჩია საგარეო-პოლიტიკური პასიურობის კურსი. იმ პოლიტიკის კონტექსტში, რომელიც მას რუსეთთან მიმართებაში აქვს, რაც .. არგაღიზიანებას და რბილ რიტორიკას გულისხმობს, უკრაინა, ზოგადად, მისთვის სახიფათო თემაა. ვინაიდან ქვეყნის რეალური მმართველი პრაქტიკულად რუსული სისტემის ოლიგარქია, ის ყოველთვის ფრთხილი და პასიური იქნება ამ საკითხში. რაც შეეხება ოფიციალური თანამდებობების პირებს, ისინი მორჩილების და მარიონეტობის პრინციპით არიან შერჩეულები, დაჰკანკალებენ თავიანთ სავარძლებს და მთლიანად ორიენტირებულები არიან პირადი კეთილდღეობის ენარჩუნებაზე. მეტნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე რაიმე ქმედება ზემოდან მითითების გარეშე მათი მხრიდან შეუძლებელია.

ხელისუფლების ეს პოზიცია დიდი ხანია ცნობილია და ოპოიზიცია?

ოპოზიციას რაიმე მნიშვნელოვანი ბერკეტი საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში არ გააჩნია, თუმცა მას, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ერთად ჯერ კიდევ აქვს უნარი საკმარისი ხმაური ატეხოს იმისათვის, რომ ესა თუ ის გამოკვეთილად ოდიოზური ნაბიჯი დაბლოკოს, რასაც დრო და დრო ახერხებს. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ეს მომავალში. რაც შეეხება აქტიური ნაბიჯების ინიცირებას, ამის შესაძლებლობები ოპოზიციას არ აქვს. გარდა ამისა, ოპოზიციური ძალები დღეს საკმაოდ გამოფიტულები არიან ბოლო პერიოდის შიდაპოლიტიკური ბრძოლების შედეგად. ცუდი კიდევ ისაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ასე წინდაუხედავად ხელიდან გაშვების შედეგად, ოპოზიციამ დაკარგა პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირების ინსტიტუციური საშუალებების დიდი ნაწილი.

დღეს ბევრს საუბრობენ 3+3 ფორმატზე. ცხადია, რომ ფორმატში საქართველოს ადგილი ამ ეტაპზე თავისუფალია. თუმცა, რეგიონის უმთავრეს მოთამაშეებს - თურქეთს და რუსეთს საქართველოზე ზეგავლენის მძლავრი მექანიზმები აქვთ. ეს რეგიონალური პოლიტიკური თამაში 2021 წელს დაიწყო და რა არის ამ ფორმატის რეალური მიზანი და აქვს კი საქართველოს რამე სახის თავდაცვის მექანიზმი, რომ დარჩეს ამ ფორმატს მიღმა მინიმალური ზიანით? ან იქნება აუცილებელიც არის რაიმე ფორმით მაში მონაწილეობა უფრო დიდი ზიანის თავიდან ასაცილებლად?

ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ აშშ-სა და ნატო-სთვის შეთავაზებული წინადადებები ევროპული უსაფრთხოების კუთხით. პრაქტიკულად, რუსეთი პოსტსაბჭოური სივრციდან დასავლეთის გამოდევნის მოთხოვნას აჟღერებს. თუ ამ წინადადებების არსში კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ეს, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის ერთგვარი აღდგენის საწინდარის შექმნის მცდელობას ჰგავს. ანალოგიურ შინაარსს დებს რუსეთი 3+3 ფორმატშიც. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა აშშ-სა და ნატო- მიმართ თავისი ყბადაღებული წინადადებები გააჟღერა, უპრიანი იქნება თურქეთისთვის კარგად დაფიქრდეს საკუთარ პოზიციაზე 3+3 ფორმატთან დაკავშირებით და იმ ზეწოლის მიზანშეწონილობაზე, რომელსაც ის ამ მიმართულებით სხვებზე, კერძოდ, პირველ რიგში, საქართვლოზე აწარმოებს.

უფრო კონკრეტულად...

საერთოდ, თურქეთში მწიფდება პოლიტიკური ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება მის საგარეო პოლიტიკაზეც მოახდინოს გარკვეული გავლენა. გარდა ამისა, 3+3 ფორმატზე, ცხადია, ძალიან იმოქმედებს ისიც თუ როგორ წარიმართება რუსეთი-აშშ-ნატოს მოლაპარაკებები გაისადსაქართველოსთვის ამ ვითარებაში აუცილებელია ინტენსიური კონსულტაციები რამდენიმე მიმართულებით: აშშ, ნატოს და ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა, თურქეთი და სხვა უშუალო მეზობლები. გარკვეული კონსულტაციები შეიძლება რუსეთთანაც, შესაბამისი, ფაქიზად შერჩეული ფორმით და არხებით. სამწუხაროდ, ამას ყველაფერს ვერ ვხედავთ და ალბათ  ლისუფლების პირობებში ვერც დავინახავთ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმასთუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების უზრუნველყოფა და რაოდენ საწყენი წინდაუხედაობა და დაუდევრობა იყო იმ შანსის ხელიდან გაშვება, რომლსაც პოლიტიკურ პროცესში ევროკავშირის, შარლ მიშელის ჩართულობა და მის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი გვაძლევდა.

მოდით ისევ საშინაო ამბებს დავუბრუნდეთ. მე ჟურნალისტი ვარ და და ალბათ ამ კიტხვის არსიც გასაგები იქნება და ტკივილიც... ყველაზე მთავარი რაც ჩემი აზრით არ უნდა გამოგვრჩეს და გახსოვთ, ალბათ  5-6 ივლისის მოვლენებია. შემდეგ ჩვენი კოლეგის გარდაცვალება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას უნდა ეს ამბავი სხვა რაღაცას მიაწეროს, იქედან დავიწყოთ, რომ 5 ივლისის საშინელი დღე იყო ჩვენს ქვეყანაში. თქვენთვის პირადად რას ნიშნავს საქართველოსთვის 5 ივლისი და ჟურნალისტებზე თავდასხმა, ეკლესიისა და ქართული სახელწმიფოს სახელით?

შეუძლებელია ნორმალური ადამიანი და მეტნაკლებად საღი პოლიტიკოსი აღშფოთებული არ იყოს ამ მოვლენებით. განსაკუთრებით ამაზრზენი იყო ჩემთვის ინსინუაციები იმ თემაზე რა მიზეზით გარდაიცვალა ტელეარხის ოპერატორი. თითქოს განსხვავებული მიზეზი თავად სასტიკი ცემის ფაქტს აუქმებდეს.

თქვენი აზრით რატომ იყვნენ  რადიკალები  „დიდი გულზე“, ქონდათ თუ არა გარანტიები?

5 ივლისს ექსტრემისტებს რომ ზურგი ჰქონდათ გამაგრებულ, ეს შეუიარაღებელ თვლითაც ჩანდა. ეს შემდგომშისაგამოძიებო და სასამართლო პროცესებშიც გამოჩნდა. ალბათ სწორედ ესაა ამ მოვლენებში ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი. ირიბი, ქუჩის ინსტრუმენტების გამოყენება პოლიიკური პრობლემების მოსაგვარებლად კარგ არაფერს მოუტანს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას.

რამდენად მნშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნის შენებისთვის თავისუფალი სიტყვა და იყო თუ არა ივლისის თვე ქართული მედიისთვის თავისუფალი სიტყვის წართმევის მცდელობის დღე?

ქართულმა მედიამ ამ მზაკვრულ დარტყმას ღირსეულად გაუძლო და ეფექტიანი რეაგირებაც შეძლო, მაგრამ საკითხავია რამდენად შესაძლებელი იქნება ეს მომავალში, მაშინ, როცა აშკარად ხედავთ, რომ მომავალ წელს ოპოზიციურ ტელეარხებს დახურვა ემუქრება და თავისუფალი მედიის შეზღუდვის მთელი რიგი ღონიხძიებებიაა დაგეგმილი.

მადლობა საინტერესო საუბრისთვის

ესაუბრა ზუკა ნემსაძე

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა