კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კაია კალასი - ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ

ნახვები: 529 კაია კალასი - ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ

საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა.

„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, - აღნიშნა კალასმა.

ასევე, კაია კალასმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვას უპასუხა.

„როგორც იცით, ჩვენ ასევე ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ძალადობას იყენებენ მშვიდობიანი მომიტინგეების და მსგავსი პირების წინააღმდეგ საქართველოში.

ჯერჯერობით ყველა არ არის თანახმა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხების გადაჭრის სხვადასხვა გზების პოვნაზე“, - აღნიშნა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა