ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს

ნახვები: 648 მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს

მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ასევე მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს არ გაიმეოროს „ეროსი კიწმარიშვილის და გლდანის ციხის უფროსის შეცდომები და დახურულ ნაგებობაში შესვლისას ყოველთვის დააკვირდეს შეტრიალებულია თუ არა სათვალთვალო კამერა“.

„2022 წელს, მას შემდეგ, რაც ჟენევაში მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია ჩემი მოწამვლის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, სახელგანთქმულმა დოქტორ ტედრისმა დაურეკა მაშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და უთხრა, რომ ის იმავე დღეს გამოაგზავნიდა თვითმფრინავს ჩემი სამედიცინო ევაკუაციისთვის.

ღარიბაშვილმა მიუგო, რომ მე მსახიობი ვიყავი (ე.ი. მოვახდინე სიცხის, სისუსტის, კრუნჩხვების, სხეულზე წითელი ლაქების, თმების სასტიკი დაცვენის იმიტაცია) სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და არსად არ გამიშვებდნენ.

ჰოდა ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები.

მის პატრონს უყვარს ეკატერინე მედიჩივით (ხვედელიძეზე არაა საუბარი, არამედ საფრანგეთის მომწამლავ დედოფალზე) სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება.

ასევე არ გაიმეოროს ეროსი კიწმარიშვილის და გლდანის ციხის უფროსის შეცდომები და დახურულ ნაგებობაში შესვლისას ყოველთვის დააკვირდეს შეტრიალებულია თუ არა სათვალთვალო კამერა. ვინ ვინ და ჰაკიმ ფაშა ზუსტად იცნობს მამამარჩენალის ამ რუსეთიდან გამოყოლილ მეთოდებს“,- წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა