კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და საგოლე პასით დაბრუნდა

ნახვები: 510 გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და საგოლე პასით დაბრუნდა

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, ქართველი ფეხბურთელი მოედანს ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და „უოტფორდი“-„სუონსის“ მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურის შეხვედრაში ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 43-ე წუთზე შევიდა – ამ დროს „უოტფორდი“ 0:1 აგებდა, ბურთი საკუთარ კარში რაიან ენდრიუსმა გაიტანა.

„უოტფორდმა“ წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა – 57-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გოლი უესლი ჰოედტმა გაიტანა და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი ჩაკვეტაძემ კი 8,0 ქულა მიიღო, რაც ჰოედტის (8.2) შემდეგ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

„უოტფორდმა“ 36 ტურის შემდეგ 45 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ, რადგან „უოტფორდმა“ ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ექვსი ქულა მოიპოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა