კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ კირბი - აშშ შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად

ნახვები: 506 ჯონ კირბი - აშშ შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად

შეერთებული შტატები შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას ამ დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლო წვლილის შესახებ. ეს არ ნიშნავს რომ ისინი არ აკეთებენ ამას - აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ჩვენს საკუთარ სისტემაში, ჩვენს მთავრობასა და მთელ ადმინისტრაციაში, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად“, - განმარტა კირბიმ.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას გეგმა B, კირბიმ უპასუხა, რომ ისინი ყოველთვის ეძებენ ყველა შესაძლებლობას, რისი გამოყენებაც შეუძლიათ.

ცნობისთვის, დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების ერთთვიანი დაგვიანების ფონზე, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის დახმარებას, შეერთებული შტატები იძულებულია რთულ გადაწყვეტილებებს მიმართოს. გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახლა მსჯელობს, შეუძლიათ თუ არა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოზიდვა აშშ-ის არმიის დაფინანსებიდან უკრაინას გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა