კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გერმანიის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებას კატეგორიულად არ ურჩევს

ნახვები: 521 გერმანიის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებას კატეგორიულად არ ურჩევს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა და საკუთარ მოქალაქეებს „კატეგორიულად“ არ ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება განხორციელდა "სიტუაციის მუდმივი გაუარესებისა" და "თვითნებური დაპატიმრებების რაოდენობის ზრდის გამო".

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ არსებობს თვითნებური დაპატიმრების რისკი როგორც გერმანიის მოქალაქეებისთვის, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის.

„ორმაგი მოქალაქეობის მქონე გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევის შემთხვევებს. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულო დაცვას“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, რუსეთში პოტენციურ აქციებსა და დემონსტრაციებს თან ახლავს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა