კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რადოსლავ სიკორსკი - უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის

ნახვები: 578 რადოსლავ სიკორსკი - უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის

უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ წამოჭრილი დისკუსია უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ სასარგებლოა რუსეთზე ზემოქმედებისთვის.

„ვაფასებ საფრანგეთის ინიციატივას. მათ აქვთ კარგი განზრახვა, რუსეთის პრეზიდენტმა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და არა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ჩვენ არაფერს კრეატიულს არ გავაკეთებთ და შესაბამისად, შეძლოს თავისი სცენარების დაგეგმვა“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ „დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნა უკრაინაში არ არის გამორიცხული“.

მოსკოვი გამოეხმაურა მაკრონის განცხადებებს და გააფრთხილა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგება აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთსა და ნატო-ს შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა