ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები-თეა წულუკიანი სააკაშვილზე

ნახვები: 385 სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები-თეა წულუკიანი სააკაშვილზე

რაკი პატიმარი იქნა გადაყვანილი ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, სხვ მხრივ ამგვარი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც რა თქმა უნდა, ახლა მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კარგი იქნება პატიმარი თუ გაიგებს და შეიგნებს, რომ ის პატიმარია და შეზღუდული აქვს უფლებები, თავისუფლება აქვს აღკვეთილი და სწორედ ამიტომ არის პატიმარი.

„სამედიცინო პერსონალი როდესაც მიიჩნევს, რომ მკურნალობის კურსი არის დასრულებული რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. ასე იყო ყოველთვის ყველა პატიმრის შემთხვევაში და ასეა ამ პატიმრის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე გაუქმდა, მინდა, ადვოკატებს შევახსენო, რომ ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მოიხადეს სასჯელი ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, არაერთმა მაღალჩინოსანმა, ამ საპატიმროში იხდის სასჯელს დღემდე ბაჩო ახალაია, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ დააშავა, სწორედ რუსთავის ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში ბრძანდებოდა. შესაბამისად, არაფერი არაორდინალური აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები, მას კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს. სინამდვილეში ის დღეს ერთი რიგითი პატიმარია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა