კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას მოგვცემს

ნახვები: 510 ირაკლი კობახიძე - ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას მოგვცემს

იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტიის შექმნა, კარგ სურათს გვაძლევს“.

„პრინციპში, იქმნება რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს. საბოლოოდ, ჩვენი ამოცანაა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება, ვგულისხმობ, 2-3%-იანი პარტიების შექმნას, გვზრდის იმის შანსებს, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია არის კარგი, იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ შემთხვევაში იკარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც ჩვენ მოგვცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა