კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - ჩემთვის ფული არასდროს ნიშნავდა არაფერს, არც სახლი მაქვს საქართველოში და არც კარი, თუ არ ჩავთვლით ერთ დაყადაღებულ ვენახს, დიახ, ეს იყო ჩემი ფილოსოფია, ჩემი აზროვნების სტილი

ნახვები: 499 მიხეილ სააკაშვილი - ჩემთვის ფული არასდროს ნიშნავდა არაფერს, არც სახლი მაქვს საქართველოში და არც კარი, თუ არ ჩავთვლით ერთ დაყადაღებულ ვენახს, დიახ, ეს იყო ჩემი ფილოსოფია, ჩემი აზროვნების სტილი

დიდი ეროვნული დეპრესია, 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულდება. ამიტომ გავრისკე ჩემი სიცოცხლე, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ახალი მთავრობის პირობებში, პირველ რიგში, ფასების შესამცირებლად უნდა მოხდეს მონოპოლიების გაუქმება და ინვესტიციების გაზრდა.

„ისინი გვყოფენ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ისინი უიმედობისგენ გვიბიძგებენ, ჩვენ, პირიქით, უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ იმედი ყველა შემთხვევაში დაბრუნდება. დიდი ეროვნული დეპრესია, 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულდება. ამიტომ გავრისკე მე ჩემი სიცოცხლე, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე, რათა საქართველოში უიმედობამ, სიბნელემ, გაცარიელებამდე ქართველი ერის გენოციდმა არ და ვერ იმუშაოს. პირველი, რაც უნდა მოხდეს ახალი მთავრობის პირობებში, მონოპოლიების გაუქმებაa და ეგრევე ფასები დაეცემა. ამ მთავრობის პირობებში ინვესტიციები ისევ დაეცა, უნდა მოხდეს ინვესტიციების ამოქაჩვა. ინვესტიციები ამოიქაჩება იქ, სადაც ბიზნესმენი და ოლიგარქი კი არ მართავს ქვეყანას, არამედ მართავენ პატრიოტები, რომლებისთვისაც ფული არაფერს ნიშნავს. ჩემთვის ფული არასდროს არ ნიშნავდა არაფერს, არც სახლი და არც კარი მაქვს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ერთ დაყადაღებულ ვენახს. ამას წინათ უკრაინელი ბავშვები ჰყავდათ ჩამოყვანილი, გაკვირვებული იყვნენ, ეს არის პრეზიდენტის სახლიო? ეს არისო? რასაც არიან შეჩვეული უკრაინაში, იმის ფონზე. ასე რომ, დიახ, ეს იყო ჩემი ფილოსოფია, ჩემი აზროვნების სტილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა