კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ

ნახვები: 564 ანა წითლიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ

მე შემიძლია, მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას წარმატებას უსურვებს, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისინი ხმებს დააკლებენ.

„კლონებზე განცხადება თავის დროზე სიტყვასიტყვით თავად მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა თავის ფეისბუქგვერდზე და იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმბაძველი კლონები. ორივეს – გვარამიასაც და მელიასაც, ყველას წარმატებას ვუსურვებ. არ მაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება, ხმები დააკლდეს. „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, იქნება მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“. როგორც არ მაინტერესებს კობახიძე ადეიშვილზე რას ამბობს, ზუსტად ისე არ მაინტერესებს, ვინ სად გაერთიანდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თემა არ არის მსგავსი საკითხების განხილვა, ჩვენ ვიცით, რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა წითლიძემ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა