თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატო-ს მაგიდასთან და ახლა დროა ჩვენი დაპირება შესრულდეს-ანდერს ფოგ რასმუსენი

ნახვები: 364 ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატო-ს მაგიდასთან და ახლა დროა ჩვენი დაპირება შესრულდეს-ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, შესრულდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში, რომელიც გამოცემა „პოლიტიკოში" გამოქვეყნდა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატო-მ არავითარ შემთხვევაში და არც ერთი პირობით არ უნდა გასცეს რაიმე სახის გარანტია ალიანსის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით.

„რუსეთს უკვე აქვს მოწერილი ხელი 1999 წლის ეუთო-ს ქარტიაზე, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ „ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად აირჩიოს და შეცვალოს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის ალიანსების შეთანხმებები. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვუღოთ ბოლო უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე დადებულ დე ფაქტო ვეტოს, რასაც მან ამ ქვეყნებში კონფლიქტების გაღვივებით მიაღწია. კონფლიქტებისა, რომელთა ინტენსივობასაც პუტინი საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ზრდის ან ამცირებს.

ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატო-ს მაგიდასთან და ახლა დროა, მივიღოთ სამოქმედო გეგმა, რათა ჩვენი დაპირება შესრულდეს. თუ საჭიროა, ეს შეიძლება გავაკეთოთ იმ პირობით, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი ფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომელსაც თბილისი და კიევი აკონტროლებენ. თუმცა ერთი ცხადია, ნატო-ს არ შეიძლება ჰქონდეს ღია კარის ისეთი პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია", - აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინელები მზად იქნებიან, იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

„არავის შეგეპაროთ ეჭვი, რომ ეს იქნება ბრძოლა ჩვენი, ევროპის თავისუფლებისთვის, რადგან ისტორიამ გვასწავლოს, რომ აგრესორები მხოლოდ სამეზობლოში არ რჩებიან", - აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა ეს არ შეიძლება ხდებოდეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთს იარაღი აქვთ მობჯენილი.

„თუ ჩვენ უკან დავიხევთ, ეს იქნება გზავნილი, რომელსაც გაიგებენ, როგორც ჩვენზე დამოკიდებული დემოკრატიები, ისე ავტოკრატები, რომლებსაც ჩვენი თავისუფლების ეშინიათ", - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა