კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ნახვები: 590 ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ორ ობიექტზე მიიტანეს იერიში, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმები გოლანის სიმაღლეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული ავიაიერიშების პასუხი იყო.

„ეს ადგილები ეკუთვნის „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალებს, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა თავდასხმები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ბაალბეკ-ჰერმელის გუბერნატორის, ბაჩირ ხოდრის განცხადებით, დარტყმები ქალაქებში : დურისში, ტარაიასა და შმუსტარში განხორციელდა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ბექაას ხეობა, რომელიც „ჰეზბოლას“ დასაყრდენად ითვლება, ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან 100 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა