კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კომისიის შექმნა შეიძლება არ იყოს ცუდი- ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ინიციატივაზე

ნახვები: 370 კომისიის შექმნა შეიძლება არ იყოს ცუდი- ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ინიციატივაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო დეპუტაციის მოთხოვნას, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით,ვ შესაძლოა, ამ კომისიის შექმნა კარგიც იყო იმის დასამტკიცებლად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობა დამტკიცდეს.

"შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, რა თქმა უნდა, ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. თუკი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამით მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ კომისიის შექმნა შეიძლება არ იყოს ცუდი და შესაძლოა, ხმების შევსებაზეც კი ვიფიქროთ, მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კომისია ძალიან კარგად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა