თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სესხზე ყოველთვიური შენატანი 183 511 მსესხებელს შეუმცირდება

ნახვები: 496 სესხზე ყოველთვიური შენატანი 183 511 მსესხებელს შეუმცირდება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183 511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25 პროცენტამდე შეამცირა. შესაბამისად, 185 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

183 511 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.3 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7 მილიარდი ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მილიარდი ლარის (43%).

„დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 6.3 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+32%, პირველი იანვარი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნეს სესხების მოცულობა კი 8 პროცენტით და 13 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდიში ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 198 536 ლარს, იპოთეკურის 53, 315 ლარს, სამომხმარებლო სესხის კი, 27 574 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახლოებით 20 მილიარდი ლარით გაიზარდა 29 მილიარდ ლარამდე, 2024 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით. წლიურმა ზრდამ 17 პროცენტი შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდის ტოლფასია (+18%).

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43 პროცენტს შეადგენს და 10 მლრდ ლარით აღემატება 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს.

2024 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5 პროცენტი შეადგინა, რაც დაახლოებით 0.6 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2024 წლის თებერვლის თვეში 0.3 პროცენტი შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისის თვიდან.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია მკვეთრად შემცირებულ ინფლაციასთან. მიმდინარე წელს ფასების ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ დაბალი იქნება, შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი, დიდი ალბათობით, წლის განმავლობაში კიდევ შემცირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა