ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი - შვეიცარიაში შეხვედრებზე ვისაუბრეთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან

ნახვები: 548 შალვა პაპუაშვილი - შვეიცარიაში შეხვედრებზე ვისაუბრეთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც შვეიცარია საქართველოში ახორციელებს.

მისივე თქმით, ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ უმკლავდება საქართველო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

,,შვეიცარიის კონფედერაციაში დელეგაცია თავის შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტთან, ზედა პალატის თავმჯდომარესთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლებთან. საპარლამენტო დონეზე საუბარი იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობაზე, მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობაზე, ასევე, იმ საკითხებზე, რომელიც ორივე პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მხრივ. იმ გამოწვევებზეც ვისაუბრეთ, რაც საქართველოში არსებობს. ვისაუბრეთ საქართველო როგორ უმკლავდება რეგიონში არსებულ გამოწვევებს განსაკუთრებით ბოლო ორი წელია. რა თქმა უნდა, განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან საუბარი გვქონდა მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც შვეიცარია საქართველოში ახორციელებს. ჩვენი მხრიდან სურვილი და მზაობა გამოითქვა, რომ შემოქმედებით პროცესში, როცა საქმე ეხება სტანდარტებთან დაახლოებას, აქ შვეიცარიის მხრიდან საექსპერტო ჩართულობას მივესალმებით, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, პროფესიულ განვითარებას”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შვეიცარია უკვე წლებია დიდი როლს ასრულებს საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცების მხრივ.

,,შვეიცარიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ როლს, რასაც ის ასრულებს საქართველოში და პრინციპში ამით მთლიანად რეგიონში, როგორც მხარე, რომელიც ჩართულია რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში. იცით, რომ ჟენევის ფორმატი ერთადერთი ფორმატია, სადაც არის შესაძლებლობა, რომ საქართველომ რუსეთს ესაუბროს, მათ შორის დეოკუპაციის საკითხებიც დააყენოს. ამიტომ, ამ მხრივ შვეიცარია თავის როლს სერიოზულად უყურებს. მათ მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლებია იჩენენ და განსაკუთრებით იმ როლისთვის, რასაც უსაფრთხოების განმტკიცების მხრივ შვეიცარია საქართველოში უზრუნველყოფს. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ინტენსიური ურთიერთობების საკითხებზე, განსაკუთრებით, ეს ეხება პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობას და ამ მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ პირდაპირი ფრენები იყოს, რაც რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიურს და ხელმისაწვდომს გახდის ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნებში ჩასვლას”, - განაცხად შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა